სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სწრაფი ტესტების გამოყენება უკვე დაიწყო - საკარანტინო სივრცეში 150 000-ზე მეტი მოქალაქეა

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში ჩინეთიდან მიღებული სწრაფი ტესტების აქტიურად გამოყენება დღეიდან დაიწყება.

ქვეყნის მთავარ საკარანტინო სივრცეში 150 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე მეოთხე დღეა იზოლაციაშია.

თავდაცვის ძალებმა კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გამშვებ პუნქტებზე გააბეს მავთულხლართები, განალაგეს ბეტონის კონსტრუქციები, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები.

გამშვებ პუნქტთან ჯარისკაცები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები 24 საათის მანძილზე დგანან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100