პენელოპა კრუსი დონატელა ვერსაჩეს როლში
ინტერნეტში ახალი სერიალის „ამერიკული დანაშაულის ისტორიის“ ფოტო მასალა გავრცელდა, რომელშიც მსახიობი პენელოპა კრუსი თამაშობს და ის დიზაინერ დონატელა ვერსაჩეს როლს ასრულებს.
პროექტის მესამე სეზონის სიუჟეტი იტალიელი დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის ამბავს დაეთმობა. როდესაც ჯანი მოკლეს, მისი და, დონატელა 43 წლის იყო. ზუსტად იმდენის, რამდენისაც პენელოპაა გადაღების დროს. გარდა ამისა, მსახიობის სასცენო იმიჯი ძალიან მიამსგავსეს პერსონაჟისას.
ახალი სეზონი ძალიან მალე გამოვა და მაყურებელი თავად შეაფასებს პენელოპას შერსულებულ როლსა და იმ ისტორიის სიზუსტეს, რაც რეალურად მოხდა.
კომენტარი