სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაპირისპირება სენაკის საკრებულოში - "ოცნებამ" ბიუჯეტი ერთპიროვნულად დაამტკიცა

სენაკის საკრებულოში "ქართულ ოცნებისა" და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, "ოცნებამ" ერთპიროვნულად დაამტკიცა.

ენმ-ის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია "საქართველოსთვის" წევრები დარჩნენ, თუმცა 2024 წლის ბიუჯეტისთვის მხარი არც მათ არ დაუჭერიათ.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული. მათივე თქმით, ბიუჯეტის პროექტში "ქართულმა ოცნება" ოპოზიციონერების მიერ შეთავაზებული არცერთი პროექტი არ გაითვალისწინეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100