არჩილ კბილაშილმა პრემიის სახით 17 610 ლარი მიიღო
მთავარ პროკურატურაში თანამშრომლებზე
ერთი წლის
განმავლობაში პრემიის
სახით 4 620 956 ლარი
გაიცა.
მთავარმა პროკურორმა
არჩილ კბილაშილმა
და მისმა
მოადგილეებმა, ლაშა
ნაცვლიშვილმა, დავით
მჭედლიშვილმა და
შოთა რეხვიაშვილმა,
თანამდებობაზე დანიშვნის
შემდეგ ყოველთვიურად
პრემიის სახით
5 870 ლარი მიიღეს.
ეს ტრადიცია
2013 წელს იანვარშიც
გაგრძელდა.
შეგახსენებთ,
რომ მთავარი პროკურორის ყოველთვიური ხელფასი 3910 ლარია.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების პროკურატირის მაღალჩინოსნებს,
ყოველთვიურად
პრემიის სახით 5 870 ლარს იღებდნენ.
2012 წლის
ოქტომბრიდან
2013 წლის
18 თებერვლამდე
პროკურატურა
67 თანამშრომელმა
დატოვა.
საქართველოს
პროკურატურის
სისტემაში
სულ 830 თანამშრომელი მუშაობს, მათი ყოველთვიური ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტს 123 800
ლარი უჯდება
კომენტარი