სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეპილაცია შაქრით

ეპილაცია შაქრის წებოვანი ბურთულით, ანუ შუგარინგი, იგივე სპარსული ეპილაცია:

1. ბევრად ადვილი გასაკეთებელია, ვიდრე ეპილაცია ცხელი თაფლით ან ცვილით. დამოუკიდებლად ცხელი თაფლის ან ცვილის წასმა ყველა ადგილზე შეუძლებელი და მოუხერხებელია.

2. არ არის დამწვრობის საშიშროება.

3. შაქარი და თაფლი (ხანდახან შაქარს თაფლსაც ურევენ) თმის ძირამდე უკეთ ჩადის, ვიდრე სხვა საშუალებები, რაც თმის ჩაწყვეტისა და ჩაბრუნების რისკს ამცირებს.

4. შაქრის ბურთულა სხვა საშუალებზე ნაკლებად ეკრობა კანზე, ძირითადათ თმებს იკრავს, ამიტომ ნაკლებად მტკივნეულია და მათთვის გამოდგება, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს.

5. ყველაზე ეკონომიურია.

6. არ არის საჭირო ნაჭრები, შპადელები, წასასმელი ფუნჯები.

7. კანი მეტ ხანს რჩება გლუვი.

8. ბურთულის შემადგენლობაში არავითარი მავნე ნივთიერება არ არის.

რეცეპტი: აიღეთ 1 კგ. შაქარი, ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ 7 ს. კ. ლიმონის წვენი და 8 ს. კ. წყალი. ქვაბი მინიმალურ ცეცხლზე დადგით, დააფარეთ თავსახური და პერიოდულად ურიეთ. შაქარი გადნება, შემდეგ აქაფთება, შემდეგ გაყავისფრდება და ამ დროს თავსახური უნდა მოხადოთ, არ დაგავიწყდეთ მთელი მომზადების დროს მორევა. როდესაც შაქარი კარამელს დაემსგავსება, გადაიტანეთ ის კონტეინერში, რომლითაც შეინახავთ. მიღებული მასა გააგრილეთ, მაგრამ შაქრის გაქვავებას ნუ დაელოდებით და პატარა ბურთულა აიღეთ, დაახლოებით კვერცხის ზომა, კარგად დაზილეთ და გაწელეთ ხელებში, სანამ არ გაღიავდება.

თუ ბურთი ძალიან გეწებებათ, ე. ი. არ არის საკმარისად გაციებული. თუ ძალიან მაგარია, ოდნავ წყალი დაუმატეთ, რამდენიმე წვეთი საკმარისია. თუ სწორად ვერ მოხარშეთ, მასა ძალიან მაგარია და უცბად ქვავდება, კონტეინერი ცხელი წყლით სავსე ქვაბში ჩადგით და 1 ს. კ. წყალი დაუმატეთ, გააცხელეთ, სანამ მასა არ გადნება. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.

გამოყენება: მასა კანზე თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა წაისვათ. მოიცილოთ თმის ზრდის მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფი მოძრაობით. თმის სიგრძე 4-5 მმ. უნდა იყოს. თუ თმა უფრო გრძელია, პროცედურა მეტად მტკივნეული იქნება, თუ ძალიან მოკლეა, შეიძლება, მისი მოშორება ვერ მოხერხდება. 1 კგ. შაქრისგან მომზადებული მასა რამდენიმე თვე გეყოფათ. საკმარისია, მასა შეაცხელოთ და იმდენჯერ გამოიყენოთ, რამდენჯერაც მოგინდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100