სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP-ს საიუბილეო გათამაშება დაიწყო

დღეს, 10 აპრილს პსპ-ში ბარათის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო გათამაშება დაიწყო. კომპანია პსპ 23 წლისაა, პსპ-ს „ჩემი ოჯახის ბარათი“ კი წელს იუბილარია. 10 წელია მომხმარებელი პსპ-ს ბარათზე ღიმილებს აგროვებს, ირჩევს საჩუქრებს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან და წამახალისებელ გათამაშებებში მონაწილეობს; წელს ბარათმა დამატებით ფასდაკლების ფუნქციაც შეიძინა; ბარათის მფლობელი მომხამრებელი ყველა შენაძენზე დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს, მიუხედავად ფასდაკლების დღეებისა (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).

PSP მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის კვლავაც უპრეცედენტო პირობას სთავაზობს. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. თუ რომელ პროდუქტს შეიძენს მომხმარებელი ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მედიკამენტი, ფრანგული თუ ევროპული ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები, თუ საბავშვო პროდუქტები, რომელზეც პსპ-ში ყოველთვიურად სპეციალური აქციები იმართება.

„საიუბილეო პრიზები მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე შევარჩიეთ. ბინა საბურთალოზე და ხელფასი კვლავაც მოხმარებლის ყველაზე სასურველ პრიზად რჩება. საიუბილეო გათამაშებაში სიახლეც გვაქვს. ერთი პრიზი არჩევითი იქნება. გამარჯვებულს საშუალება მიეცემა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი პრიზი: ახალთახალი ავტომობილი ან სწავლა (ერთ სემესტრი) დიდ ბრიტანეთში ან 25000 ლარი. არჩევითი პრიზის შემთხვევაში აუცილებელია სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა, რათა მომხმარებელმა თავად აირჩიოს პრიზი.“ - ახადებენ PSP-ში.

PSP-ს საიუბილეო გათამაშება 14 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში 18სთ-იანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ გაიმართება.

23 წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე PSP -მ მომხამრებელს არაერთი ინოვაცია და საინტერესო პროექტი შესთავაზა. წამახალისებელი გათმაშება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მომახმარებლისთვის. უკვე ჩატარებულია პსპ-ს 19 წამახალისებელი გათამაშება; PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 46 ავტომობილი, 8 ბინა თბილისში, 8 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 140 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100