
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის კომენტარი კორონავირუსზე
ბავშვები ყველაზე კარგი კონტინგენტია კოვიდისთვის, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გრიგოლ ხურციძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ, გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“ - განაცხადა ხურციძემ.
კომენტარი