
ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში - დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჯიპის მარკის ავტომობილი გზაზე მოცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულთა შორისაა 6 წლის გოგონაც, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
შემთხვევა სოფელ ჩიბათში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
კომენტარი