
ქართველი მესაზღვრე დაიღუპა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის #4 დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომელი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესაზღვრე მდინარე ალაზანზე თევზაობის დროს დაიხრჩო. აღნიშნულ ინფორამციას ინტერნეტგამოცემა "ქიზიყი. ჯი" ავრცელებს.
უბედური შემთხვევა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სოფელ საბათლოს მონაკვეთზე მოხდა. სამმართველოს ხელმძღვანელობა და საგუშაგოს მეთაური შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ.
სავარაუდოდ, გარდაცვლილი ყვარელში მცხოვრები ახალგაზრდაა, რომელიც საზღვრის დედოფლისწყაროს მონაკვეთზე მუშაობდა.
კომენტარი