
"ვიდეოები, რომლებიც TikTok-ზე ქვეყნდება, არაეთიკურ კონტენტს შეიცავს" - პაკისტანში TikTok-ი აკრძალეს
პაკისტანის სასამართლომ სატელეკომუნიკაციო სამმართველოს პოპულარული სოციალური ქსელის, TikTok-ის დაბლოკვა დაავალა.
სასამართლოს განმარტებით, ვიდეოები, რომლებიც TikTok-ზე ქვეყნდება, არაეთიკურ კონტენტს შეიცავს და უხამსი ქცევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
TikTok-ი პაკისტანში გასული წლის ოქტომბერსაც აკრძალეს, თუმცა იმ პირობით აღადგინეს, რომ ვიდეოების კონტენტი მკაცრად გაკონტროლდებოდა.
კომენტარი