
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 12-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 197 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 974 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 7 066 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.
კომენტარი