
საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 421 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 566 პაციენტი.
კომენტარი