
ხანძარი თბილისში - ავეჯის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ავეჯის საამქროს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ რჩება სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის დროს საამქროში და მიმდებარე ტერიტორიაზე 6 სახანძრო ჯგუფი ცდილობდა ცეცხლთან გამკლავებას. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია 300 კვ. მეტრი ფართობი.
კომენტარი