
მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - არიან მძიმედ დაშავებულები
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ შარჯაში, 48-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, „აბკო თაუერში“ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ხანძრისას 7 ადამიანი დაშავდა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ხანძარი ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათისთვის გაჩნდა.
კომენტარი