
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - მეტეოროლოგების გაფრთხილება
23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს.
კომენტარი