
„ძმა დავკარგე“ – აი, რას წერს ტურისტული კომპანიის მფლობელი შატილში მომხდარ ტრაგედიაზე
ტურისტული კომპანიის „თრეველერ ჯის“ ერთ-ერთი მფლობელი ბაკურ ბოლოთაშვილი გარდაცვლილ გიდზე, რომელიც შატილში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ძმა დავკარგე
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული Sergo Gorlyukov
ყველაზე დიდი ტკივილი ხარ ჩემს ცხოვრებაში“, – წერს ბაკურ ბოლოთაშვილი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარი