
ხანძარი “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში - დაშავებულია სამი მუშა
ხანძარი “შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში - დაშავებულია სამი მუშა
ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა.
ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია.
არსებული ინფორმაციით, თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.
კომენტარი