
დიდ დიღომში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცილი ძაღლები იპოვეს
დიდ დიღომში დახოცილი ძაღლები იპოვეს. თამარ დგებუაძის თქმით, საკუთარი თავშესაფრიდან დაკარგული ძაღლები 3 დღიანი ძებნის შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვა.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყეს.
"მიკედლებული ძაღლები მყავდა, 2 წელია ეზოს გარეთ არსად არ მიდიან, უწყინარი ძაღლები იყვნენ. გამოძიების დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ არცერთი საქმე არ გამოუძიებიათ ცხოველებთან დაკავშირებით, მეორე ხარისხოვნად მიაჩნიათ," - განაცხადა თამარ დგებუაძემ.
კომენტარი