
ცესკოს ინფორმაციით, დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის #13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახის - მერისა და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები. მისივე ინფორმაციით, ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული ბიულეტენები მიეწოდა.
”დაწერილია საჩივარი. ამ უბანთან დაკავშირებით შესაბამისს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
კომენტარი