
პრემიერსა და თარგამაძის გუნდს შორის დაპირისპირება „დროება“-ში გასული სიუჟეტის გამო?
პარტიის ერთ ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პრემიერსა და თარგამაძის გუნდს შორის დაპირსპირება ჯერ კიდევ „დროება“-ში გასული სიუჟეტის გამო დაიწყო, რომელიც ამერიკულ სოფელს ეხებოდა.
„ჩვენს მიამრთ წყენა გაცილებით ადრე გაუჩნდა, ვიდრე გადაწყვეტდა პოლიტიკაში მოსვლას. კერძოდ ამის მიზეზი „დროება“ - ში მის შესახებ მომზადებული სიუჟეტებია, საქმე ეხებოდა ე.წ. ამერიკულ სოფელს: ჩვენს მიერ მომზადებული მასალების შემდეგ ის იძულებული გახდა, დიდი კომპენსაცია გადაეხადა დაზარალებულებისთვის, რასაც არ აპირებდა.“ - აცხადებს გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში ვეფხვაძე.
კომენტარი