
"ახლაც სიხარულის ცრემლები მომდის" – აი, რა ინფორმაციას აქვეყნებს ზურა ხაჩიძე
მომღერალი ზურა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის პოსტი გააზიარა, რომელიც ბერძნული გამოცემის მიერ დაწერილ ინფორმაციაზე საუბრობს.
„დღეს საბერძნეთის ტელევიზიამ, კერძოდ, „გნომის” არხმა გადმოსცა ერთ-ერთი პარლამენტარის, ბატონ კირიაკე ველოპულოს გამოსვლა, რომელმაც აჩვენა საქართველოს ეკლესიებში როგორ ტარდება ლიტურგიები და გამოთქვა გულისტკივილი: ხომ შეიძლებოდა საბერძნეთსაც მიგვებაძა საქართველოსთვისო.
ახლაც სიხარულის ცრემლები მომდის: პატარა ხარ ჩემო სამშობლო, მაგრამ ყველა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის მისაბაძი. მეამაყებით ჩემო პატრიარქო, დიდხანს გაცოცხლოთ უფალმა, ამინ!”
კომენტარი