
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
თიბისი
კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ
და აღმოსავლეთ
ევროპაში ობლიგაციების
გამოსაშვებად - საუკეთესო
ბანკად, საქართველოში
კი საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად
დაასახელა.
Global
Finance-ის პირველი რეგიონული
და რიგით
მე-4 ადგილობრივი
ჯილდო, თიბისი
კაპიტალის ბაზრის
წილმა, გარიგებების
რაოდენობამ და
მოცულობამ, მომსახურებისა და
რჩევების ხარისხმა,
ინოვაციურმა პროდუქტებმა
და შესაძლებლობებმა, კონკურენტუნარიანმა ფასებმა
და ადგილობრივ
და საერთაშორისო
ბაზარზე არსებულმა
რეპუტაციამ განაპირობა.
საინვესტიციო საბანკო საქმიანობა
თიბისი
კაპიტალი რჩება
წამყვან საინვესტიცო
ბანკად საქართველოს
კორპორაციული ობლიგაციების
ბაზარზე. 2024 წელს, თიბისი
კაპიტალის ადგილობრივი
ბაზრის წილმა
- 60%, ჯამში 20 ადგილობრივი და
საერთაშორისო განთავსების
მთლიანმა მოცულობამ
კი, $800 მლნ შეადგინა
(აღნიშნული ინფორმაცია
არ მოიცავს
IFI ტრანზაქციებს).
2024
წელს, კიდევ
უფრო გაფართოვდა
თიბისი კაპიტალის
საქმიანობა საერთაშორისო
ბაზარზე და
თიბისი უზბეკეთმა,
თიბისი კაპიტალის
მხარდაჭერით, $13 მილიონის ობლიგაციები
გამოუშვა.
კვლევები
2024
წლის განმავლობაში,
მაკროეკონომიკური, სექტორული
და კაპიტალის
ბაზრების ჯამში
200 პუბლიკაციით, თიბისი
კაპიტალი ბიზნესლიდერებსა და
ინვესტორებს, სწორი
ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში
დაეხმარა.
საბროკერო მიმართულება
2024
წელს, საბროკერო
მიმართულებით, მართული
აქტივების მოცულობა,
2023 წელთან შედარებით,
25%-ით გაიზარდა
და $1 მლრდ შეადგინა.
ზრდა თიბისი
კაპიტალის მუდმივად
განვითარებადმა მომსახურებამ
განაპირობა, რაც
გულისხმობს პერსონალური
მრჩევლის მომსახურებას
ფიზიკური პირი
ინვესტორებისთვის და
კორპორაციების შემთხვევაში
- ფულადი სახსრების
ეფექტურად მართვაში
დახმარებას.
აღსანიშნავია,
რომ თიბისის
მობაილბანკის საინვესტიციო
პლატფორმას მხოლოდ
2024 წელს, 75 ათასზე მეტი
ახალი მომხმარებელი
დაემატა.
საკონსულტაციო მომსახურება
2024
წელს, თიბისი
კაპიტალმა M&A მიმართულებით, ჯამში
$40 მლნ-ის
მოცულობის, ფინტექ
ინდუსტრიაში - 2 საერთაშორისო, ჯანდაცვისა
და განათლების
სექტორში კი
2 ადგილობრივი ტრანზაქცია
განახორციელდა.
კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია
Global
Finance-ის ჯილდოები თიბისი
კაპიტალის მასშტაბურმა
ღონისძიებამაც განაპირობა - ადგილობრივი
კაპიტალის ბაზრის
სწრაფ განვითარებას,
თიბისი კაპიტალმა
2024 წელს ახალი
ინიციატივით უპასუხა
და საქართველოში
კაპიტალის ბაზრის
პირველ საერთაშორისო
კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობა
მიიღეს ადგილობრივი
და საერთაშორისო
ბაზრის ისეთმა
წამყვანმა მოთამაშეებმა,
როგორებიც არიან:
J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi,
ADB, EBRD, IFC, საქართველოს ეროვნული ბანკი,
საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების სამინისტრო,
ქართველი ემიტენტები
და სხვა.
კომენტარი