
რამაზ შენგელია გარდაიცვალა
ვეტერანი ფეხბურთელი რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
რამაზ შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველი თავდამსხმელებიდან, იგი "ოქროს ხანის" თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში თამაშობდა და ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორად იყო მიჩნეული.
"დრონი.ჯი" სამძიმარს უცხადებს რამაზ შენგელიას ოჯახსა და ახლობლებს.

კომენტარი