
ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა
ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც შეერთებული შტატების 3 მოქალაქე დაიღუპა.
ლაინერმა კატასტროფა კანბერასთან ახლოს, მთებში მაშინ განიცადა, როდესაც ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდა.
შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ავსტრალიაში ტყის ხანძრებს გასული წლის სექტემბრიდან ებრძვიან.
კომენტარი