
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
„ადგილზე მისულებს 4 დაშავებული დაგვხვდა, აქედან, ორი იყო არასრულწლოვანი. დამატებით 2 ეკიპაჟის გამოძახება დაგვჭირდა, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ოთხივე გადავიყვნეთ ფოთის ჰოსპიტალში. ყველას მდგომარეობა მძიმე იყო,“- განაცხადა ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარი