
"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს" - ზურაბიშვილის ირონია ჟურნალისტებს პრეზიდენტების შეხვედრაზე
საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს ტრადიციულად არ პასუხობს - ის მედიის წარმომადგენლებს ჯერ მიესალმა, შემდეგ ირონიულად უთხრა - "ახლავე მოგიყვებით ყველაფერს" და არცერთ კითხვას არ უპასუხა. ზურაბიშვილს ამჯერადაც არ უთქვამს მზადაა თუ არა მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდეს, ან ზოგადად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად.
კომენტარი