
ნინოწმინდაში მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა, არსებული ინფორმაციით არასრულწლოვანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
ბავშვს თავის ქალას მსუბუქი დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნება.
კომენტარი