
ვანო მერაბიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა 27-ე საბავშვო ბაღში გახსნილ, 44-ე საარჩევნო უბანზე.
არჩევანის გაკეთების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა და ვინ აირჩია პრემიერმა, მერაბიშვილმა უპასუხა: "თქვენ ალბათ ყველა კარგად ხვდებით რასაც მივეცი ხმა, ხმა მივეცი დამოუკიდებლობას, განვითარებას და საქართველოს მომავალს".
წყარო
ამ დროისთვის აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული 1442 ამომრჩევლიდან, 241-მა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი.
კომენტარი