
ლიტვამ "კგბ"-ს დოკუმენტები ინტერნეტში გამოაქვეყნა
ლიტვის მთავრობამ ინტერნეტში გამოაქვეყნა საბჭოთა პერიოდის უშიშროების სამსახურის, კაგებეს საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების დიდი ნაწილი. დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას ლიტვაში კაგებეს სტრუქტურის, მუშაობისა და თანამშრომლების შესახებ 1960-91 წლებში, ანუ საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდშიც. დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ვილნიუსში გამართულ ცერემონიაზე, პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბულიუსმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ხელს შეუწყობს „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას და აჩვენებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება კრემლის განცხადება, თითქოს ლიტვა არასოდეს ყოფილა ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ.
კომენტარი