
ძველ ახალ წელს თბილისის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე შეხვდება
სარემონტო სამუშაოების გამო ძველ ახალ წელს ელექტრო ენერგია თბილისის რამდენიმე უბანს შეეზღუდება. 14 იანვარს შუქი არ ექნება:
ვაკის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, ეკალაძის, კობახიძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან მოთხოვნამდე შეზღუდვა შეეხება: სურგულაძის, ნოვოროსისკის, მანჯგალაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
კომენტარი