
რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში ცეცხლი გაჩნდა
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ქიმიკოსთა კულტურის სახლში ცეცხლი გაჩნდა.
ძლიერი ხანძარი შენობის მეორე სართულზე მალევე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ცეცხლი სავარაუდოდ ოთახებში არსებულ ხის მასალას გაუჩნდა, დაუზუსტებელი ინფორმაციით ოთახში უსახლკაროები ღამეს ათევდნენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
წყარო: inforustavi.ge
კომენტარი