
მსახიობ დავით როსტომაშვილს ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა
მსახიობ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაცია და ფოტომასალა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა.
ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი წერს, რომ როსტომაშვილს ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მისივე ინფორმაციით დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა და ის ბეისბოლის ჯოხით იყო აღჭურვილი. ფოტოებიდან ჩანს, რომ როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
კომენტარი