
Edison Research: ოპოზიციამ ქართული ოცნება 10%-იანი სხვაობით დაამარცხა
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ tv ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 40.9%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 16.7%
კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16.7%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10.3%
გახარია - საქართველოსთვის - 8.2%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2.3%
ლეიბორისტული პარტია - 2%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 2%
სხვა პარტიები - 0.9%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტ- პოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
კომენტარი