
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
„ევა ბარბაქაძეს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. იმყოფება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის უკვე გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში. საავადმყოფოში შემოყვანისას გოგონა გონზე იყო და გაგვესაუბრა.“ - აღნიშნული ინფორმაცია დრონი.ჯი-ს საავადმყოფოს მედპერსონალმა მიაწოდა.
შეგახსენებთ რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი