
"რუსთავი 2" -ის დროებით მმართველად იმედის ყოფილი დირექტორი, რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა
ნიკა გვარამია რუსთავი 2-თან დაკავშირებით ახალი ინფორმაციას ავრცელებს:
"გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც "რუსთავი 2" -ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!" - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.
კომენტარი