
სკანდალი თურქეთის პარლამენტში: დეპუტატებმა ფიცის მიღებაზე უარი თქვეს
თურქეთის ახალი პარლამენტის პირველივე სხდომა სკანდალური აღმოჩნდა: ოპოზიციური, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს ფიცის მიღებაზე. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათი არაერთზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე პატიმრობაში არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები - ჟურნალისტი მუსტაფა ბალბაია და მედიცინის პროფესორი, აჰმედ ჰაბერალი, რომლებიც „ერგენეკონის“ საქმეში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ფიგურირებენ.
კომენტარი