სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი ისტორიული დავა მოგებულია - სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ - კიდევ ერთი ისტორიული დავა მოგებულია. სტრასბურგის სასამართლომ ახლა უკვე სამართლებრივი დოკუმენტით დაადასტურა ის, რასაც ჩვენი ქვეყანა 2008 წლის ომის შემდეგ ამტკიცებს - რუსეთი საქართველოს მოქლაქეებს სიცოცხლის, საკუთრებისა და თავისუფლად გადაადგილების უფლებასაც კი უზღუდავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევას.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია „ბორდერიზაციის“ სახელით, რომელიც უკრძალავს ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტული რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთას.

„ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ "მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები – კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის მიერ გაშუქებული ცნობები და საერთაშორისო მასალები, რათა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაესკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო ცალკეული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი, ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების ნიმუშს ან სისტემას. მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა არარსებობა და ყველა დაინტერესებული პირის მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად იყო ტოლერანტული მსგავსი პრაქტიკის მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100