სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს

თეგეტა აკადემიისდელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა.

სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების

ჩამონათვალია, სადაც თეგეტა აკადემია ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობას შეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც თეგეტა აკადემიისდელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგისშვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.


თეგეტა აკადემია საქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude- კომპანია USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლების მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებას თეგეტა აკადემიარეგიონშიც უზრუნველყოფს.


ჰოლანდიაში ვიზიტისას, თეგეტა აკადემიისწარმომადგენლები Koning Willem I College-ში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედ ელექტუდის პლატფორმას იყენებს. „თეგეტააკადემია პლატფორმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსია თეგეტა აკადემიაში ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებას გულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმის განახლებული ვერსიის დანერგვით თეგეტა აკადემიასაავტომობილო განათლების სფეროში მორიგ პრეცედენტს შექმნის.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიისკომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: ჰოლანდიაში ვიზიტისას გავეცანით პროფესიული განათლების სისტემას, შევისწავლეთ მათი საქმიანობა საავტომობილო პროგრამების მიმართულებით, გავიგეთ, რა მიდგომებს, მეთოდებს იყენებენ. ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდაელექტუდისწარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი საქმიანობი უფრო ახლოს გაცნობას. მოლაპარაკების პროცესში ვისაუბრეთ რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებითაც. „თეგეტა აკადემიაიღებს პასუხისმგებლობას, მოამარაგოს ელექტუდისპროდუქტებით რეგიონის ის ქვეყნები, სადაც სასწავლო პლატფორმის წარმომადგენლობა ჯერ ისევ არ არის“.

ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით გასულ წელს დაინერგა. „თეგეტა აკადემიასპროგრამისდამსაქმებლები პროფესიული განათლებისფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულ ენაზე.


თეგეტა აკადემიასადა USAID- შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპიკი ოქტომბერში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში შპს ტრანსფორდთანდა USAID-ის პროგრამასთან დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვისპარტნიორობით, „თეგეტა აკადემიაფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.


ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიისდირექტორი:თეგეტა აკადემიასუკვე აქვს USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება. პირველი პროექტი, რომელიც მათი საშუალებით განვახორციელეთ, სასწავლო პლატფორმაელექტუდისწარმატებით დანერგვა იყო. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთელექტუდისროგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება სხვა პროგრამებთან მიმართებით. მიმდინარე წელს აკადემიას დაემატება 19 ახალი სასწავლო პროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.

ამასთანავე, USAID-ის პროექტის ფარგლებში თეგეტა აკადემიაგეგმავს ბათუმისა და ფოთის ფილიალებისთვისელექტუდისსტენდებისა და სიმულატორების შეძენას

. ჰოლანდიაში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა და გამოგვეცადა ყველა სტენდი და სიმულატორი, რომელთა შეძენასაც ვაპირებთ. „ელექტუდისტექნიკურმა სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს სიმულატორების მუშაობის პრინციპები და შესაძლებლობები. ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯის მიერ გაზიარებული გამოცდილებათეგეტა აკადემიასდაეხმარება როგორც ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ისე განახლებული სივრცეების მოწყობაშიც“.

პროექტის, რომელიც აკადემიამ დასავლეთ საქართველოში დაიწყო, ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეც ტექნიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და წარმატებულ კურსდამთავრებულებსთეგეტა აკადემიაში“ JCB- მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსი მიენიჭებათ.

თეგეტა აკადემიისახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებით საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც შპსტრან სფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკის სიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.

---

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგ ცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური დაბიზნესის მიმართულებებით.

თეგეტა აკადემიაკომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100