სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად გადმოვიდა აბა? სად გესმით? თქვენ ტელევიზიებში გესმით - კობახიძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

სად გადმოვიდა აბა? სად გესმით? თქვენ ტელევიზიებში გესმით - ასე პასუხობს "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რა რეაგირება აქვს სახელმწიფოს საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე:

"ერთი შემთხვევა იყო ჩორჩანაში და მოკითხეთ გახარიას, არავინ რომ არ ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რა მოყვა მაგას კითხეთ გახარიას. ძაან მძიმე რამეები ჩაიდინა. არც ერთ ე.წ. კრიტიკულ ტელევიზიას ყურადღება არ გაუმახვილებია და რატომ იცით? ერთი ძალა ხართ ნაცმოძრაობა და გახარია." თქვა კობახიძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100