სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იყო თუ არა ივანიშვილი ალიევთან ფარულ შეხვედრაზე "შატო მუხრანში"? - ჩუბინიძის პირველი კომენტარი

იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევთან ფარულ შეხვედრაზე "შატო მუხრანში"? სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფი, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, "შატოში" ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფებოდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ შეხვედრია.

თავდაპირველად ჩუბინიძე შეეცადა, დაემალა ფაქტი, რომ ის "შატო მუხრანში" საერთოდ იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც "პირველების" ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ კადრები არსებობდა, სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ "100%-იანი გარანტიით, ივანიშვილი-ალიევის შეხვედრა არ შემდგარა:

არასერიოზული კითხზვაა, რა თქმა უნდა მე არ ვესწრებოდი... ვიმყოფებოდი მთლიანად და 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ ყოფილა"- თქვა ჩუბინიძემ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის მტკიცებით, ალიევთან შეხვედრას ივანიშვილიც ესწრებოდა. საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება, "შაბათის ეთერმაც" ჩაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100