სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტის სიმღერამ ინტერნეტ სამყარო აახმაურა (ვიდეო)

„ჟენევის ქვეშ არსებობს ენერგიის ახალი წყარო, რომელიც ჩვენ ამ დრომდე არ ვიცოდით“ - ასე იწყება ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტის სიმღერა, რომელიც ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ადელის სიმღერის „Rolling in the deep” პაროდიაა.

საინტერესო კი ის ფაქტი გახლავთ, რომ სიმღერის შექმნის დროს არცერთი მუსიკალური ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული. ბლეისმა უბრალოდ საკუთარი ხმები ერთმანეთს რამდენიმეჯერ დაადო და საკმაოდ სასიამოვნო მუსიკაც მიიღო.

აღნიშნული მუსიკალური ბმული სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და მნახველების ძალიან დიდმა რაოდენობამაც არ დააყოვნა. თავად ბლეისი აღნიშნავს, რომ ამდენ მნახველს არ ელოდა და სასიამოვნოდ გაკვირვებულიც კი გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100