სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელასს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

"თელასის" გენერალურ დირექტორად საქართველოში "ინტერ რაო ეესის" ჯგუფის გენერაციის ობიექტების ხელმძღვანელი დევი კანდელაკი დაინიშნა.

გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო.

"თელასი" ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში ახორციელებს. კომპანია ელექტროენერგიით 460 ათასზე მეტ მომხმარებელს ამარაგებს. 2003 წლის აგვისტოში კომპანია "ინტერ რაო ეესის" შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო ეესის" მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100