სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას და განსაკუთრებით დასავლეთს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს რუსეთზე მეტი ზეწოლის მოხდენით. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მკაფიო გზავნილები უნდა გააგზავნოს, რომელიც გაამყარებს მოსაზრებას, რომ მესამე მხარეს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს რეგიონული ქვეყნების მისწრაფებებზე, რომლებიც საკუთარი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არჩევანის განხორციელებისკენ ისწრაფვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად გმობს გადაჭარბებული ძალის გამოყენებას თავისუფალი სიტყვის დასამორჩილებლად.
"ქართველები სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელი ხალხის მისწრაფებას ააშენონ ნამდვილი ევროპული სახელმწიფო. უკრაინელებს უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ, წარსულში დაბრუნება სურთ, თუ წინ ევროპისკენ სვლა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100