"მეტი არ მინდა ვინმემ ხელი აწიოს ..." - ხატია სიჭინავა
ხატია სიჭინავა ნინუცა მაყაშვილს ეხმაურება.
სიჭინავა ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ შვილებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხს არ აგებს. ამასთან, ის საზოგადოებას მოუწოდებს მოძალადე კაცი გარიყონ.
„3 გოგო მყავს. მეტი არ მინდა ჩემს შვილებზე ვინმემ ხელი აწიოს, თუ გგონიათ რამე კანონი, ან რაიმე შემაჩერებს, ძალიან ცდებით. ყველა მოძალადე კაცი უნდა დაისაჯოს და საზოგადოებიდან უნდა გაირიყოს. მივმართავ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებსაც სრცხვენიათ იმის თქმა, რომ მასზე ძლადობენ - ამოიღეთ ხმა, ეს სირცხვილი არ არის და ჩვენ დაგიდგებით მხარში“, - ამბობს ხატია სიჭინავა.
კომენტარი