სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გვყავს სამი მძიმე პაციენტი...ერთი 80 წელს გადაცილებულია და მდგომარეობა შესაძლოა, დამძიმდეს" - მარინა ეზუგბაია

ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტი რჩება, მათგან სამი პრობლემურია, ერთი პაციენტი 80 წელზე ზემოთ არის და აქვს თანმხლები დაავადება, მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ამ პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა, დამძიმდეს დაავადების მიმდინარეობისას და პროგნოზი შესაძლოა, არ იყოს საიმედო.

„ამიტომაც ვლაპარაკობთ, რომ ის არის პრობლემური. რაც შეეხება კიდევ ორ პრობლემურ პაციენტს, ერთს ჰიპერტონული დაავადება აქვს, ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება,

„მესამე მძიმე პაციენტი - მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ტომოგრაფიულად გაუარესებული იყო მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ნაწილს აქვს პნევმონია, როგორც საშუალო, ასევე მსუბუქი სიმძიმის, ყველასთან დაავადების მიმდინარეობა არ არის პროგრესირებადი.

„ველოდებით, რომ უნდა გამოჯანმრთელდნენ, თუმცა დაავადების მიმდინარეობისას, შესაძლოა, დამძიმება მოსალოდნელი იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100