სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ივნისს ქუთაისში დღისით +34 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

მესტიაში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

+28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურში, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში. დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +31 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100