სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭიათურაში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, მათ ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, სიუჟეტის მოსამზადებლად ჩასულ მათ გადამღებ ჯგუფს უცხო მანქანა აედევნა, საიდანაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები გადმოვიდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ „კვირას“ ოპერატორს.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100