სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანშვილი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს...

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართავს.

როგროც „ქართული ოცნების“ ლიდერი აღნიშნავს, პოლიტიკაში იგი არა საკთარი სურვილისამებრ, არამედ მოვალეობის შესასრულებლად მოვიდა.

ოლიგარქის თქმით, ყოველივე ისე ვითარდება, როგორც გეგმავდა და ამ მომენტიდან პროცესები შეუქცევადი ხდება.

„ჩვენი ოცნებაა თითოეული ადამიანი იყოს სამშობლოს სამსახურში. ჩვენი ოცნებაა ისეთი ქვეყანა, სადაც არავის დასჭირდება ლუკმა პურის საშოვნელად სხვა ქვეყანაში წასვლა. ჩვენი ოცნებაა ისეთი საქართველო, სადაც ჩვენი დევნილები თავიანთ სახლებში შეძლებენ ცხოვრებას. ჩვენი ოცნებაა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის“, - აღნიშნავს ოლიგარქი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100