თავზე ნაკერი ადევს, აქვს ტვინის შერყევა - როგორია გია ჯაფარიძის მდგომარეობა
როგორია ზონდერების მიერ სასტიკად ნაცემი გია ჯაფარიძის მდგომარეობა - "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარის ძმა, ზურა გირჩი ჯაფარიძე მედიას ეუბნება, დაშავებულს თავზე ნაკერი ადევს, აქვს ტვინის შერყევა.
თავდასხმა მოხდა გუშინ, გვიან საღამოს, როდესაც სახლში მივიდა, სადარბაზოსთან, ავტომობილიდან გადმოდიოდა და ეგრევე ჩაარტყეს თავში რაღაც მძიმე საგანი, ზუსტად არ იცის რა არის, ვერ დავინახეო, ხელკეტების მაგვარი რაღაცები იყოო. თავზე აქვს ერთი ნახეთქი და ნაკერი ადევს უკან, აქვს ტვინის შერყევა და სახეზე ეტყობა ასევე, ნაჭდევები სავარაუდოდ, ხელკეტისგან ან ჯოხისგან, ზუსტად არ ვიცი რა არის და არის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ექიმმა უთხრა, რომ კიდევ ერთი დღე უნდა დარჩეს დაკვირვების ქვეშ. ჩასაფრებულები იყვნენ და ელოდებოდნენ და რას უკავშირებთ კითხვაზე, მგონი პასუხი ისედაც ყველასთვის ცხადია, ერთ საღამოს რომ ორკესტრირებულად ასეთი თავდასხმები ხდება, გასაგებია ვინ დგას ამ ყველაფრის უკან". - ამბობს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ. გაირკვა, რომ ე.წ. ტიტუშკების სამიზნე DJ გიორგი შენგელიაც გახდა.
კომენტარი