სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა სასამართლომ პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის საქმეზე დამნაშავედ ცნო. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომან შამათავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალში. რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მოსამართლემ აღნიშნული მუხლი განზრახ მკვლელობის მუხლში გადააკვალიფიცირა და ორივე ეპიზოდზე რომან შამათავას 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და საბოლოოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლითაც შამათავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, გარდაცვლილების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. ახლობლები მიიჩნევენ, რომ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელისთვის შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა საკმარისი სასჯელი არაა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100